| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს უელსის ნაკრებს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტა სიტიში, „ტოიოტა სთედიუმზე“ ერკინება.
„დ“ ჯგუფის მეორე შეხვედრა. პირველი მატჩი დღეს გაიმართა ფიჯი ავსტრალიას საათის განმავლობაში ამარცხებდა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში გატყდა და „ვოლაბებმა“ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს - 39:21.
სიახლეა შერკინების მე-3 ხაზში. 2017 წლის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა და ჩვეულ პოზიციაზე, ფლანკერად იწყებს თამაშს მამუკა გორგოძე. ისე, როგორც 4 წლის წინ ტონგასთან მოგებულ მატჩში, მეორე ფლანკერი გიორგი თხილაიშვილია. შერკინების შემკვრელად თამაშს ბექა გორგაძე იწყებს.
შერკინების პირველი ხაზი ისეთივე იქნება, როგორიც წინა ორ შეხვედრაში იყო - კვაჭი შალვა მამუკაშვილია, მარცხენა ბურჯი გუნდის კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო მარჯვენა ბურჯად თამაშს ბექა გიგაშვილი იწყებს. უცვლელია ედინბურგში, „მარიფილდზე“ ნათამაშები მეორე ხაზიც - გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე.
მსოფლიო თასზე დებიუტი ორ მორაგბეს აქვს - გიგაშვილს და გორგაძეს. მამუკა გორგოძე მეოთხე მსოფლიო თასზე მე-12 თამაშს ჩაატარებს, მესამე მსოფლიო თასია ნემსაძესთვის, დანარჩენები კი, რაგბის უმაღლეს ფორუმზე მეორედ ითამაშებენ. მორკინალებიდან მსოფლიო თასზე ლელო ორ მორაგბეს გაუტანია - გორგოძეს 3 და თხილაიშვილს ერთი.
მატჩის გამო დეპუტატების ნაწილი, მათ შირის რომან გოცირიძე ბიუროს სხდომის 1 სთ-ით გადავადებას ითხოვს. "დღეს, იაპონიში, რაგბიში მსოფლიო თასზე, როცა საქართველოს ნაკრები უელსს ხვდება, იმ დროს პარლამენტის ბიუროს სხდომის დანიშვნა ვის მოაფიქრდა ნეტავ?,ბიუროს წევრი ჩვენი რაგბის სახელოვანი კაპიტანიც არ იყოს მაინც.
გადაწიეთ ერთი საათით თქვე ბედოვლათებო. თუ, იმ კანონპროექტის გატანა გეჩქარებათ, ადამიანს ორ სამსახურში მუშაობას რომ უკრძალავს“, - რომან გოცირიძეს შრომის კოდექქსის განხილვა არეჩქარება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss