| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი-ლებარდეს საავტომობილო გზის 6 კმ-მდე მონაკვეთის (კმ1-კმ6) რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
ტალერი-ლებარდეს გზა, მთის
კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლებარდემდე მიდის და მისი კეთილმოწყობა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე,
კურორტის განვითარებისა და ტურისტული თვალსაზრისით.
არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო,
რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა.
პროექტის შესაბამისად, ხორციელდება
გზის სრული რეაბილიტაცია: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური
ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები,
საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ამ დროისთვის, გვერდულების მოწყობის
სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირ: ₾3 599 999.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss