ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სხვაგვარად 21-ე საუკუნეში კონკურენტულები ვერ ვიქნებით - გახარია
18 სექტემბერი, 2019, 15:47
სხვაგვარად 21-ე საუკუნეში კონკურენტულები  ვერ ვიქნებით - გახარია

თბილისი (GBC) - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ცოდნაზე დაფუძნებული განვითარებაა ყველაზე მდგრადი და მნიშვნელოვანი.

„სხვაგვარად ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ, 21-ე საუკუნეში ვიყოთ კონკურენტულები სხვადასხვა სფეროში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს ახალგაზრდებს გაუჭირდებათ, იყვნენ კონკურენტულები. ამიტომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობა „ქართუს“, მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმ დიდი ქმედებისთვის, რაც დაიწყო და იმედია, მალე ვიხილავთ ამ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს.

ღონისძიებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები