| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ფულის გათეთერების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი მკაცრდება. საფინანსო ბაზრის რეგულირების ცვლილებები, რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის კომერციული ბანკების, დაზღვევის, არასაბანკო ბაზრის, ნათია მიქელაძემ საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა.
თავმჯდომარე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის გამოჩენას მიესალმა, უთხრა რომ ის საზოგადოებას იშვიათად ენახვება. მას 2-ჯერ ახსოვდა და ვალერი ხასაშვილმა შეუსწორა, რომ 3 შემთხვევა იყო.
2003 წელს მიღებულ კანონში ცვლილებები დროის გათვალისწინებით, გამოწვევებით არის განპირობებული, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებისთვის.
ანგარიშვალდებულ პირთა მიმართ მოთხოვნებში კოვზანაძემ ₾50 000 ლარიანი ზღვრის დათქმა მოითხოვა და ამ პირობით დაუჭირა მხარი კომიტეტმა. მოქმედ კანონში ანგარიშვალდებულ პირს სამსახურში გარიგებების დოკუმენტაციის წარდგენა ევალება > ₾30 000-ზე. კოვზანაძის მოთხოვნით ზღვარი ₾50 000 -მდე იზრდება.
მანამდე ხასაშვილმა მოუწოდა ყველას მხარდაჭერისკენ, რადგან 2 თვეში შემფასებლის მისია ჩამოდის.
ხასაშვილი მეორედ პარლამენტში ხაზარაძე/ჯაფარიძის ფულის გათეთრების საქმის განხილვაზე გამოჩნდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss