| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) –" ბანკის ბრალეულობა ამ საქმიდან საერთოდ გამორიცხულია“, - ბადრი
ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა პროკურატურის
მიერ წარდგენილ ბრალზე მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ისაუბრა.
პროკურატურატურის ვერსიით 2008 წელს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საკუთარი ბანკის მოტყუება განიზრახეს. გადაწყვიტეს, რომ ავთანდილ წერეთელს დიდი ბრუნვები აქვს და შეუძლიათ მისი ანგარიშის კარგად გამოყენება. აიღეს თანხა, მიიღეს სესხად და დაიტოვეს. „ეს ასეც რომ იყოს ფულის გათეთრების არავითარი შემადგენლობა აქ არ არის. შესაძლოა იყოს თაღლითობა, რომელიც ხანდაზმულია, მაგრამ ფულის გათეთრება - არა, რადგან ყველა ის ოპერაცია, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ საბანკო გადარიცხვის გზით არის შესრულებული დაუფარავად.
ზვიად კორძაძე: რა ხდება სინამდვილეში: „2007 წელს ბანკს ლიკვიდობის პრობლემა დაუდგა და კაპიტალის გაზრდა მოინდომა. შესაბამისად,დამფუძნებლებმა ამ თანხების მოძიება დაიწყეს. 2007 წელს „სამგორისგან“, რომელსაც ახლა პროკურატურა ამბობს, რომ მამუკამ და ბადრიმ ფულის გასათეთრებლად გამოიყენეს, მათ თანხა 7 მლნ დოლარი ისესხეს; ამავდროულად ფული სხვა იურიდიული პირებისგანაც ისესხა. წარმოიშვა კონკრეტული ვალი. მალევე 4 უცხოელი პარტნიორისგან ნასესხებით დაიფარაა "სამგორის" ვალი. პირველი მოულოდნელობა რაც არის, რით იყვნენ დაკავებულები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 2007 წელს, ვარჯიშობდნენ, რომ ფული გაეთეთრებინათ?“ - განმარტა კორძაძემ
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss