| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) –პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოს ევროინტეგრაციის
პროცესზე ისაუბრა
გიორგი გახარიამ კარლ ჰარცელთან საუბარში დიალოგის უმაღლესი დონის ფორმატის უპრეცენდენტობაზედ აღნიშნა, რაც ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილია.
გიორგი გახარიამ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებების ერთგულია და დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.
ყურადღება
გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ელჩმა
ჰარცელმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ
ბორდერიზაციის პროცესსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის ბარიერების
შექმნის გამო და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss