| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში თიბისის საქმის დიპლომატიური კორპუსთან განხილვის
თაობაზე წერს, 6 სექტემბერს, დახურულ შეხვედრაზე გენერალურ პროკურატურაში.
„შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის
დაქირავებული 2 უცხოელი ექსპერტის მოსაზრება/დასკვნის წარდგენა. გვსურს შევახსენოთ
პროკურატურას, რომ კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში
დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცეა, სადაც ბრალდების ორგანომ
- პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით
დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი.
რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ
კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის
სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებული) გარდა
იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად.
პროკურატურა ღიად ცდილობს სამართლებრივ
საფუძველს მოკლებული პოლიტიზირებულ საქმეზე პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ
კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან“.
„ამასთან საჯარო განცხადებებს
აქტიურად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მედიაში დეტალურად
განიხილავენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. ფაქტობრივი გარემოებების
გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით, ცდილობენ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე
შექმნას საზოგადოებრივი აზრი“
მოვითხოვთ საქმის გამჭვირვალედ
წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით.თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი,
აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები
უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის
მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტული იურისტები,
რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული ინფორმაცია“
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss