| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -2019 წლის მსოფლიო თასისთვის მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებაზე ინფორმაცია დილიდან ვრცელდება, რასაც რაგბის ქართველი ქომაგი ბოლო
წუთამდე ელოდა და იმედსაც ინარჩუნებდა.
გორგოძის “ბორჯღალოსნებში” ისევ გამოჩენის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამხრეთაფრიკულ “საუზერნ კინგსთან” მატჩში ნაკრების წამყვანი მეორახაზელი გიორგი ცუცქირიძე დაშავდა. ამან, ფრანგულ “ტულონთან” და თავად მამუკასთან მოლაპარაკებები კიდევ უფრო დააჩქარა და როგორც ჩანს, შედეგიც გამოიღო. ლეგენდარული “გორგოძილა”, რომელმაც ბოლოს “ბორჯღალოსანთა” მაისურით 2017 წელს რუმინეთთან ითამაშა, სულ კი ზურგს 71 კეპი უმაგრებს, ნაკრებს მსოფლიო თასის მატჩებში დაეხმარება.
შეგახსენებთ,
რომ გორგოძემ ტოპ 14-ის პირველივე ტურში “აჟენთან” წყვილი ლელო დადო და
დაადასტურა, რომ 35 წლის ასაკშიც ჩინებულ ფორმაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით,
მამუკა ტულონელთა მაისურით ხვალ “ბორდოს” გაეჯიბრება, 7 სექტემბერს კი – “ლიონს”
და ნაკრების შეკრებაზე სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება (მსოფლიო სპორტი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss