თბილისი (GBC) – მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლების შიშზე და მის უშიშრობაზე
განაცხადა. მისი თქმით, მოწინააღმდეგეს
ყველაზე მთავარი აკლია, არავინ ემეგობრება. მას და მის მხარდამჭერებს კი ბევრი
მეგობარი და ქომაგი ჰყავს. ბიზნესმენი მალე დაასახელებს პოლიტიკური მოძრაობის
თარიღსაც, რომლის დაბლოკვასაც ემსახურება მთავრობის რეპრესირები. „მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმიაა, პროფესიონალები გვიერთდებიან“, - მამუკა ხაზარაძის თქმით ანგარიშების
დაყადაღება ანაკლიის პორტის დაფინანსების წყაროს
ჩაკეტვასაც ემსახურება, „რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელის მოწერასთან, იმდენჯერ პროკურატურა
შემოგვიქსიეს, თან მთელი მსოფლიოს გასაგონად რომ მე და მამუკა ფულის გამთეთრებლები ვართ. პროექტს მივიყვანთ გამარჯვებამდე. პირველი გამარჯვება არის ხელმოწერა
კორპორაციებთან. ის ჰგმობს ბიზსნესმენის წინააღმდეგ იმ სამსახურების გამოყენებას,
რომელსაც ბიზნესი აფინანსებს.