| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მაინც ავაშენებთ, - ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მაინც აშენდება.
ბიზნესმენი საზოგადოებას იმ შიდა დინებებს გააცნობას ჰპირდება, რუსული გავლენის სახით, ე.წ „მეხუთე კოლონების“ მოქმედებებს სამთავრობო უწყებებში, რაც მიმდინარეობდა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ.
„ანაკლიას ავაშენებთ, ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი არის არა მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, არამედ შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ, არის უსაფრთხოების და ეკონომიკური
წინსვლის გარანტია.
ბიზნესმენმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.
"შემიძლია ღმერთისა და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელნი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ ამის მეშინია, ან ვინმეს ეშინია – ან ყადაღის დადების, გუშინ რაც გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ სამგორი ჯგუფის დამფუძნებელ ავთო წერეთელს ბრალი წარუდგინა. საქმის მთავარ ფიგურანტებს კი, ბრალი დაუზუსტა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss