| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ელექტრონული აპარატებით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება ხდება შესაძლებელი.
მოქალაქეებისთვის ახალი სერვისის შეთავაზებისთვის მეწარმემ ეროვნული ბანკში
რეგისტრაცია უნდა გაიაროს და მარეგულირებლის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
აპარატს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტს და მონეტის, უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი, მხოლოდ 100 ან უფრო დაბალი ნომინალის ბანკნოტების და მონეტების მიღება.
ელექტრონული აპარატით შეუძლებელი იქნება რუსული რუბლის, თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის, სომხური დრამისა და უკრაინული გრივნის გადაცვლის ოპერაციების წარმოება.
ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს საეჭვო
ბანკონოტების და მონეტების ამოცნობა. უნდა აძლევდეს მომხმარებელს ქვითარს, უნდა მიმდინარეობდეს
უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობა და უნდა ჰქონდეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
სებ-მა განსაზღვრა, რომ კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით
განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3,000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში).
ამასთან, კლიენტს უნდა შეეძლოს ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება
შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ
აღემატება 3000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss