ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კურიერის ძირითადმა გუნდმა რუსთავი 2 დატოვა
21 აგვისტო, 2019, 19:35
კურიერის ძირითადმა გუნდმა რუსთავი 2  დატოვა

თბილისი (GBC) - “რუსთავი 2 კურიერის ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა დირექტორმა მათ დარჩენა შესთავაზა.  


დღევანდელი დღე ისეთივე მძიმეა ჩემთვის,როგორი მძიმეც იყო გუგუტიანთკარის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს”, - განაცხადა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ, რომელსაც რუსთავი2 -ში მუშაობის  13 წლიანი სტაჟი აქვს.


 ჟურნალისტები ამბობენ, რომ არხი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული, ამიტომ მათი არხზე დარჩენა შეუძლებელია. მათი თქმით, მაყურებელს ახალ სივრცეში შეხვდებიან, თუმცა კონკრეტულად სად არ  დაუკონკრეტებიათ. 


 შეგახსენებთ, გუშინ ეთერში არ გავიდა 21 საათიანი  გამოშვება, არხი დატოვეს დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, მანამდე ცნობილი გახდა, რომ  ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები