| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მთავრობის ყალბი ელფოსტიდან მედია საშუალებებს ფეიკ ინფორმაცია დაეგზავნა. ინფორმაცია გარემოს დაცვის რეფორმას შეეხებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მითითებულია:
"გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ.
როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას", - ნათქვამია განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss