| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Fitch-ი საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს, 4,6%-დან 4,3%-მდე. სარეიტინგო კომპანია გამოწვევებს შორის ასახელებს რუსეთის ავიასანქციებს და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას.
სააგენტო
ეკონომიკური ზრდის მცირედით დაჩქარებას კაპიტალური ხარჯების ზრდის ხარჯზე 2020-2021 წლებში ვარაუდობს - 4.7%-მდე.
გამოწვევბს შორის დასახელებულია კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი და გაურკვევლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან
დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საააგენტომ საქართველოს
სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დაუტოვა, რასაც Fitch-ი მმართველობის მაღალი ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებით ხსნის. დადებით
ფაქტორად სააგენტო მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაწერას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss