| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ანაკლიის კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინა ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით USD 200+ მილიონი, რაც არ მოიცავს სამშენებლო ეტაპებს, მათ შორის ამწეების, ასევე დაღრმავების სამუშაოებს, რომლის I ეტაპი ჰოლანდიურმა კომპანიამ ჩაატარა და II ეტაპია გასავლელი. პროექტის მთლიანი ღირებულება - $600 მლნ-ია
ფრანგული - Eiffage, შვეიცარული - ABB, ქართული - Caucasus Road Project -გრძელვადიან კონტრაქტის შეთანხმებაზე ლევან ახვლედიანმა TV პირველზე ისაუბრა. თქვა, რომ კონსორციუმიდან გასვლაზე კონტი ჯგუფის გადარწმუნებას შეეცადნენ, მაგრამ ვერ მოხერხდა. ჯაფარიძე/ ხაზარაძის ფაქტორის გავლენაზე აღნიშნა, თუმცა ეს გადამწყვეტი არ იყო. კონტის გასვლა არ არის კრიტიკული, არ ნიშნავს დასავლური ვექტორის შეცვლას. ის ბოლო 2 წელი ხელშეკრულებების გაფორმებაში აღარც მონაწილეობდა. 42% -ს მფლობელი კი იყო თუმცა $70 მლნ ინვესტიციაში მცირე წილით წარმოდგენილი.
"ბევრი პოტენციური ინვესტორი დაგვიფრთხო", - ახვლედიანი დამფუძნებლების ბოლოდროინდელ დისკრედიტაციის კამპანიაზე მსუბუქად საუბრობს, წინ მოლაპარაკების საშემოდგომო რაუნდია და მთავრობა შემხვედრ ნაბიჯებზე უნდა წამოიყვანონ.
ბევრი ინვესტორი გააქციეს, თუმცა ბევრიც შემოიკრიბეს, მათ შორის SSA მარინი. მისი თქმით, ახალი ხელშეკრულება ფინანსური შეთანხმების დახურვისთანავე მშენებლობის დაწყებას ითვალისწინებს. მთავრობას კონსორციუმი სექტემბერში მე-8 პუნქტის ალტერნატივას წარუდგენს, უფრო მსუბუქს. უფრო რისკებდაბალანსებულს და დაყაბულების იმედი აქვთ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss