| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თბილისსა და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება, როგორც ჩანს, გადავადდება.
პროექტები
საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალს“ ეკუთვნის, რომელიც მთავრობასთან დოკუმენტაციის
შეთანხმების პროცესშია. ჰოლდინგი ამ პროცესის დასრულებას წლის პირველ ნახევარში ვარაუდობდა,
რაც მას შესაძლებლობას მისცემდა მშენებლობა შემოდგომიდან დაეწყო, თუმცა, PPA პროექტებში საკანონმდებლო ბაზის ცვლილების გამო, მოლაპარაკებები ამ დრომდე
გრძელდება და მისი დასრულება წლის მეორე ნახევარშია ნავარაუდევი, რაც მშენებლობის დაწყების
პროცესსაც გადაავადებს.
ნახევარწლიურ
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისში 57 მეგავატის, კასპთან კი, 54 მეგავატის სიმძლავრის
ქარის ელექტროსადგურების აშენება მოხდება. სადგურები ექსპლუატაციაში 2021 წლის მეორე
ნახევარში შევა, ნაცვლად ნავარაუდევი 2020 წლის მეორე ნახევრისა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss