| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში Heineken -ის წარმოება დაიწყო.
წარმოების
დაწყების რამდენჯერმე გადავადების შემდეგ, „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილმა „გლობალ ბიერ
ჯორჯიამ“ Heineken -ის ბრენდის ლუდის ჩამოსხმა 2019 წლის ივლისში დაიწყო.
„საქართველოს
კაპიტალის“ ცნობით, კომპანიამ 2019 წლის პირველ ნახევარში 4 ახალი დასახელების ლუდი
გამოიტანა ბაზარზე, მათ შორისაა ლუდი „ყაზბეგი“, რომლის გამოყენების უფლება მარტში შეიძინა
და Amstel -ი. შედეგად, ლუდის ბიზნესში EBITDA
-ს მაჩვენებელი ივლისში დადებითი იყო და 0.6 მლნ ლარი შეადგინა.
მთლიანობაში
კომპანია ივნის-ივლისში სრული დატვირთვით მუშაობდა.
წლის
პირველ 6 თვეში ლუდის ბიზნესიდან შემოსავლები 37.7%-ით გაიზარდა და 18.2 მლნ ლარს გადააჭარბა.
ჯამური მოგება 9.4%-იან ზრდას აჩვენებს და
4.86 მლნ ლარს აღემატება.
სასმელების ბიზნესიდან (ლუდი, ღვინო, დისტრიბუცია) შემოსავალი „საქართველოს კაპიტალს“ 52% -ით გაეზარდა 46.2 მლნ
ლარამდე. ჯამური მოგება 16.6 მილიონი იყო, თუმცა წმინდა ზარალი 24.7 მლნ შეადგენდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss