| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech აშშ-მ სასანქციო სიაში შეიყვანა.
შესაბამისი ჩანაწერი ინდუსტრიის, ვაჭრობისა და
უსაფრთხოების ბიურომ ფედერალურ რეგისტრატორში ათობით კომპანია დაარეგისტრირა. ბიურო
მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოვლენილი
კომპანიები აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას საფრთხეს
უქმნის.
Georgia Petrochemical and Aviatech -ი
საქართველოში 2008 წლის 13 მარტს არის დარეგისტრირებული. კომპანიის სახელზე საჯარო
რეესტრში არც ერთი ამონაწერი არ ფიქსირდება.
დამფუძნებლები არიან ირანელი საიდ ვალადბეიგი (60%),
მოჰამმად რეზა მაზჰარი (20%) და
საქართველოს მოქალაქე ელმირა დარბინიანი (20%).
https://www.iranwatch.org
-ის ცნობით, საიდ ვალდბეიგი აკონტროლებს
გაერთიანებულ საემიროებში ბაზირებულ Super Alloys LLC -ს და Emirates Alloys-ს, ასევე
მალაიზიურ კომპანია NBH Industries და საქართველოში დაფუძნებულ Georgia
Petrochemical and Aviatech. სწორედ ამ კომპანიების მეშვეობით ვალდბეიგი ახორცილებდა
ექსპორტის ოპერაციებს აშშ-დან ირანში.
კერძოდ, ექსპორტი ხდებოდა აშშ-დან საქართველოში, საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში, იქიდან მალაიზიაში და მალაიზიის გავლით ირანში.
ასევე ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნების (მაგალითად დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ჩინეთი, ჰოლანდია, სომხეთი და სხვა) გამოყენება, რათა ირანში აკრძალული პროდუქცია შესულიყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss