| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -ეროვნული მუზეუმის ცნობით, ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში (ტყიბული) ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისთვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისთვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი - 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები. „ბრინჯაოს მღვიმეში“ კი გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი.
ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო.მღვიმეებში შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 - 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს და განამარხებულ ცხოველების ძვლებს მიაკვლიეს.
მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ კი აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.
2017 წლიდან ექსპედიცია რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით, „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას.
ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე.
ცუცხვათის მღვიმე დაცული ტერიტორიაა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია. (რადიო თავისუფლება).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss