| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის,თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ
ჯაფარიძე/ხაზარაძის საქმეში ტრანზაქციასთან დაკავშირებული პირების მიყურადებაზე ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომელთა შორის ავთო და ვახტანგ წერეთლებიც არიან. „მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია“, - თიბისის 17 მილიონის სესხის ბენეფიციარმა ბიზნესმენმა, თიბისის მიმართ კამპანიის დაწყებისთანავე, ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა.
ავთანდილ
წერეთელმა თქვა, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძეს მან თავისი ფული ასეხა. აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ვისაც უნდა იმას მისცემდა.
თქვა,
რომ ბანკთან
შემხებლობაში მას ხაზარაძე/ჯაფარიძესთან ურთიერთობა არ აქვს, პირადი ურთიერთობები
კი სხვაა.
ბიზბნესმენმა გაიხსენა წინა წლების მოვლენები, როცა მიწის ნაკვეთების შესყიდვა დაუბლოკეს. ასევე სესხის გადავადებაზეც განმარტა, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების გამო, ბიზნესისთვის იმ პერიოდში გარკვეული შეღავათები იყო.ი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss