ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რამიშვილი: ევრონიუსთან პარტნიორობა დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც
25 ივლისი, 2019, 15:43
რამიშვილი: ევრონიუსთან პარტნიორობა დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც

თბილისი (GBС) - „მოუთმენლად ველით სილქნეტთან ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას, რომ წარმოვადგინოთ ახალი მაღალი ხარისხის მედია, რომელიც საქართველოს მაყურებელს მიაწვდის საერთაშორისო ახალ ამბებს ადგილობრივ სიახლეებთან ერთად. გასულ კვირას „ევრონიუს სერბეთის“ და რამდენიმე თვის წინ „ევრონიუს ალბანეთის“ დაარსების კვალდაკვალ, ვაცხადებთ სილქნეტთან „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებაზე. ევრონიუსში ჩვენ 100%-იანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. ევრონიუსი დაარსებიდან (1993 წ) დამოუკიდებელი მედიის აღიარებით სარგებლობს", -  „ევრონიუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პიტერსმა მემორანდუმი გააფორმა  „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან.

 გიორგი რამიშვილის თქმით, ეს იქნება დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი, რომელიც მაუწყებლობას ქართულ ენაზე წარმართავს.„ ჩვენთვის, „ევრონიუსთან“ პარტნიორობა, დიდი პატივია, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც. ეს პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას. ევრონიუსის პრინციპია გააჟღეროს ყველა თვალსაზრისი, ყველა ხმა – All Views, All Voices, All Welcome – რაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრირების გზაზე. დღეს, „სილქნეტი„ არის მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საქართველოს მომხმარებელს ტელესაკომუნიკაციო სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. და ახლა უმაღლესი სტანდარტების საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტი დაემატება, ევრონიუსის სახით, რომელიც ევროპული პერსპექტივით დანახულ მსოფლიოს ახალ ამბებს აშუქებს. ვიმედოვნებ, რომ ეს წამოწყებაც წარმატებული იქნება”.

ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხი 160 ქვეყანაში მაუწყებლობს, უკვე 13 ენაზე და მათ შორის უკვე ქართულადაც.

 

აქციონერთა სტრუქტურა/Euronews SA 26 Shareholders

Media Globe Networks (60%), Universal Studios Limited (NBC News) (25%), public shareholders and local authorities (15%): CT (Czech Republic), CyBC (Cyprus), ENTV (Algeria), ERT (Greece), TT (Tunisia), ERTU (Egypt), France Télévisions (France), PBCU (Ukraine), PBS (Malta), RAI (Italy), RTBF (Belgium), RTE (Ireland), RTP (Portugal), RTR (Russia), RTVSLO (Slovenia), SNRT (Morocco), SSR (Switzerland), TVR (Romania), TV4 (Sweden), YLE (Finland), Métropole de Lyon, Département du Rhône, Région Rhône-Alpes, ADMIC (Abu Dhabi)

  

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები