ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯორჯიან მანგანეზმა სპორტული კომპლექსი დააფინანსა
25 ივლისი, 2019, 14:48
ჯორჯიან მანგანეზმა  სპორტული კომპლექსი დააფინანსა

თბილისი (GBC) -"ჯორჯიან მანგანეზის" დაფინანსებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, . ჭანტურიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი სრულად განახლდა და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით მოეწყო.



აღნიშნული სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ქალაქის ახალგაზრდობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი, მისივე ინიციატივით განხორციელდა.




"მოედნის ტერიტორია სამ სივრცედ დაიყო: ერთი არის საფეხბურთო მოედანი, რომელიც მწვანე ხალიჩის საფარით დაიფარა, მეორე - საკალათბურთო, სადაც მოასფალტებული საფარი დაიგო და ახალი ფარებით აღიჭურვა, ხოლო მესამე - პლაჟის ფრენბურთის მოედანი, სილის საფარით. ასევე აღსანიშნავია, რომ მოედნები აღჭურვილია ღამის ლედ განათებებით და გამოყოფილია მაყურებლის, გულშემატკივრის თუ დამსვენებლისათვის მოსასვენებელი და მოსაცდელი ადგილები.




ცალკე აღსანიშნია სამუშაოების შესრულების ვადები, ხარისხი და კულტურა, რისთვისაც ქარხნის სამშენებლო და ენერგეტიკული სამსახურების თანამშრომლები მადლობას იმსახურებენ", - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა.



 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები