ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსი ტურისტები ალტერნატიულ ავიარეისებს ირჩევენ
მარიამ მინაძე
22 ივლისი, 2019, 17:17
რუსი ტურისტები ალტერნატიულ ავიარეისებს ირჩევენ

თბილისი (GBC) – TBC Research რუსეთის მიერ საქართველოში და საქართველოდან ფრენების აკრძალვის  ორი კვირის შედეგებს მიმოიხილავს.

კვლევის თანახმად, ივლისის პირველ კვირაში (პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან შეიზღუდა) რუსი მოგზაურების რაოდენობა საქართველოში წლიურად 4.1%-ით შემცირდა, მათ შორის საჰაერო გზით შემოსვლები 10.9%-ით, ხოლო სახმელეთო გზით კი 1.6%-ით.

მომდევნო კვირაში, აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ვიზიტი საქართველოში წლიურად 21.4%-ით შემცირდა. მათ შორის კი საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 78.6%-ით, სახმელეთო გზით კი 1.7%-ით.

კვლევის ავტორების განცხადებით, საჰაერო გზით შემოსული მოგზაურები ზოგადად უფრო მეტს ხარჯავენ, ამიტომ რუსეთიდან შემოსული ფულადი ნაკადების კლება შესაძლოა უფრო მეტი იყოს ვიდრე მოგზაურთა რაოდენობის. საერთო ჯამში კი მათი ვარაუდით შემოსავლების კლების გონივრული ზედა ზღვარი შემცირების ფონზე 50%-ია მომდევნო 12 თვის მანძილზე.

ამავდროულად, მათივე მოლოდინით, პირდაპირი ავიარეისების სრული გაუქმების მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ჩამოვიდა თვითმფრინავით, ალტერნატიული მარშრუტების შეთავაზება უკვე აქტიურია და სავარაუდოდ, სულ უფრო და უფრო მოსალოდნელია პირდაპირი ავიარეისების ჩანაცვლება.

ვიზიტორთა არაპირდაპირი ჩამოსვლა თვითმფრინავით და სხვა გზებით ჩამომსვლელთა ზომიერი შემცირება მიუთითებს, რომ რუსი ტურისტებისთვის საქართველო კვლავ მიმზიდველ დანიშნულებარჩება.

მიუხედავად რუსი ვიზიტორების შემცირებისა ივლისის მეორე კვირაში,  მთლიანი მოგზაურების დინამიკა პოზიტიურია და წლიურად 3.2%-ით გაიზარდა. ისტორიულად, ტურიზმიდან შემოსავლები რამდენიმე პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იყო ვიდრე ვიზიტორთა ნაკადები, თუმცა, ტურისტების უფრო გამოხატული ვარდნის გამო, ვიდრე ვიზიტორთა რაოდენობის, ეს სხვაობა შესაძლოა უფრო დაბალი იყოს. ამ ეტაპზე უფრო დეტალური ინფორმაცია შემოდინებებთან დაკავშირებით არაა გამოქვეყნებული. 

ამის საპასუხოდ, აკრძალვის შემდგომი საწყისი პერიოდი უმძიმესია და უფრო აქტიური მარკეტინგული კამპანიები დაიწყო სამიზნე ბაზრებზე, რამაც შესაძლოა ტურისტული შემოდინებები გააძლიეროს. 

*კვლევა არ წარმოადგენს თიბისი ბანკის ჯგუფის ოფიციალურ ხედვას და პოზიციას, კვლევა წარმოებულია თიბისი ბანკის ეკონომიკური გუნდის და თიბისი კაპიტალის კვლევის ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიან  ოთარ ნადარაია, ალექსანდრე ბლუაშვილი, თორნიკე კორძაია და ლუკა ჩიგილაშვილი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები