| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე
მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა
მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს
აჭარბებს.
"გზის ეს
მონაკვეთები საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ რთული
და კომპლექსურია. ძალიან კარგია, რომ
მშენებლობა ვადების დაცვით მიმდინარეობს და
2020 წლის
მეორე ნახევარში, როგორც ქუთაისის, ისე
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
მონაკვეთების დიდი ნაწილი დასრულებული იქნება. ეს
მანძილს ძალიან შეამცირებს და
მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. უკვე
მზადდება ტენდერები დარჩენილ მონაკვეთებზე და
2020 წლისთვის ჩვენი
ინფრასტრუქტურული განვითარების მთავარი პროექტი - ჩქაროსნული ავტომაგისტრალი სრულად მშენებლობის რეჟიმში გადავა. ამასთან ერთად,
იგეგმება სხვა გაუთვალისწინებელი პროექტების დაწყებაც და
ეს გარკვეული ჩამორჩენების აღმოფხვრის საშუალებასაც მოგვცემს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ სამუშაოების მონახულებისას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss