| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბიზნესმენი თემურ
ჭყონია მაკდონალდსის რესტორნის გახსნას ქობულეთში არ განიხილავს.
აცხადებს, რომ ქობულეთის მომხმარებელი
სპეციფიურია, სხვა საკურორტო ქალაქებში თუ სეზონი 2.5 - 3 თვე გრძელდება,
ქობულეთში სეზონი უფრო ცოტა ხანია.
ჭყონია ქობულეთის კვების პირობებსაც
განიხილავს და აღნიშნავს, რომ ქობულეთში ნორმალური კვების ობიექტის მოძებნა რთულია
და ამ მხრივ საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა.
“მაგალითად ვფიქრობ, რომ აჭარული
ხაჭაპური ბრენდია, თუმცა, ზოგ ადგილზე
ცუდად აკეთებენ, ზოგან უფრო ცუდად, ზოგან უკეთ, თუმცა არ არსებობს ერთნაირი
კონცეფცია, როგორ უნდა მზადდებოდეს აჭარული ხაჭაპური. როგორც იტალიაში პიცა
სხვადასხვა ინგრედიენტებით სხვადასხვა მეთოდით მზადდება, ასე უნდა იყოს
ჩვენთანაც”, - აცხადებს ბიზნესმენი
ის ყველის პრობლემაზეც ამახვილებს
ყურადღებას, აცხადებს, რომ რთულია ჩვენთან ერთგვაროვანი ყველის მოძიება, შედეგად
კი ხალხი ფიქრობს, რომ “გააფუჭეს”.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss