ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საბანკო მავნე პროგრამებისაგან დაზარალებული მომხმარებლების წილი შემცირდა
16 ივლისი, 2019, 12:33
საბანკო მავნე პროგრამებისაგან დაზარალებული მომხმარებლების წილი შემცირდა

თბილისი (GBC)საქართველოში წლის პირველ კვარატალში მომხმარებელთა მხოლოდ 0,6% აღმოჩნდა საბანკო ფიშინგის მსხვერპლი (ფულის მოპარვა საბანკო ანგარიშებზე  ონლაინ-წვდომის მეშვეობით), ასეთივე თავდასხმას დაექვემდებარა აზერბაიჯანის მომხმარებელთა 0,7% და სომხეთის -0,5 %.

კასპერსკის ლაბორატორიის ცნობით, ფინანსური მავნებლების რიცხვი საქართველოსა და სომხეთში მნიშვნელოვნად შემცირდა, 2018 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 1.4% იყო. მაშინ ამ ქვეყნებმა მე-6-7 ადგილი დაიკავეს შეტევადაქვემდებარებულ მომხმარებელთა რეიტინგში, წელს კი დატოვეს პირველი ათეულის რიგები.

მომხმარებელთა ყველაზე მეტი რიცხვი, რომლებიც 2019 წლის იანვარ-მარტში აღმოჩნდნენ ფინანსური მავნებლების პრობლემის წინაშე, რეგისტრირებული იქნა სამხრეთ კორეაში – 2,2%. მას მოჰყვება ჩინეთი 2,1%-ით, შემდეგ ბელორუსია, ვენესუელა და სერბია (თითოეული 1,6%-ით. ამის შესახებ მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით მთელს მსოფლიოში მომხმარებელთა 243 604 კომპიუტერი დაექვემდებარა  მავნე საბაკო პროგრამულ უზრუნველყოფას.            

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კიბერკრიმინალები საბანკო რეკვიზიტებთან წვდომისა და ფულის მოპარვისათვის იყენებენ მათ მიერ შექმნილ ბანკების, ინტერნეტ მაღაზიების, გადახდის სისტემების ყალბ ვებ-გვერდებს, სპამსა და ფიშინგს, ისევე როგორც ხშირია კლავიატურული ჯაშუშების გამოყენების შემთხვევებიც. მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს ჩატვირთონ საბანკო ტროიანული პროგრამები სახლისა და კორპორატიულ კომპიუტერებზე.

"ტროიანელებისაგან საუკეთესო დაცვის მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ  არასდროს არ უნდა გაიხსნას უცნობი პირების მიერ გამოგზავნილი ელეტრონული ფოსტის სოციალური ქსელებისა ან მესენჯერების გზავნილები,  თუ მომხმარებელი არ არის 100% დარწმუნებული ვებ-საიტებიდან გადმოტვირთული ფაილების წყაროს შესახებ. ხშირად უნდა განაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც ჰაკერები იყენებენ ცნობილ ბრეშებს პროგრამის დაცვის სისტემაში და მათი მეშვეობით აგზავნიან კომპიუტერზე ტროიანელებს. სრულყოფილი თავდაცვის მიზნით უნდა დააყენოთ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა ან  ტროიანული პროგრამების გამანადგურებელი უტილიტი. ეს პროგრამული უზრუნველყოფა ( იმ პირობით, რომ ისინი რეგულიარულად უნდა განახლდეს) აწარმოებს სისტემის სკანირებას ტროიანელების არსებობის შემთხვევაში და ავტომატიურად ამოწმებს  ნებისმიერ პროგრამას ან შესრულებულ  ფაილს", - აღნიშნავენ კასპერსკის ლაბორატორიაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები