| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ნიუ-იორკში იურიდიული კომპანია EK Law Office PLLC იწყებს ოპერირებას. ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ნიუ-იორკში ლიცენზირებული იურისტი ეკატერინე ეგუტია ტოვებს თიბისი ბანკის მთავარი იურისტის პოზიციას და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ნინო კობახიძესთან ერთად კომპანიას აფუძნებს. კობახიძე გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას გენერალური დირექტორის თანამდებობას ინარჩუნებს
მომსახურების სფეროები მოიცავს, როგორც საემიგრაციო სამართალს, ასევე მცირე და საშუალო ამერიკულ/ქართულ თუ სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს.
"EK Law Office PLLC ხელს შეუწყობს მომხმარებლებს საემიგრაციო საკითხების მოგვარებაში, დოკუმენტების მომზადებასა და კომპანიის ფორმირებაში, დაეხმარება სასაქონლო ნიშნისა და საავტორო უფლებების რეგისტრაციაში, კონტრაქტების შედგენასა და განხილვაში და გაუწევს მათ სათანადო კონსულტაციებს", -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში (BMG)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss