| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საპარტნიორო ფონდის (პროფილი-აქტივების მართვა და საინვესტიციო საქმიანობა. დაარსებული 2011 წ.100% მესაკუთრე სახელმწიფო. პორტფელი >$2,5 მლრდ, ფონდის ინვესტიცია $330 მლნ) პროექტები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა.
2014-2017 წლებში აქტივები გაზრდილია 16%-ით, კაპიტალი 13%-ით შემცირებული. 2017 წლის ზარალი - 482 მლნ, 2014-2017 - ₾ 528 მლნ. 2017-ის ზარალი რკინიგზის და ელექტროსისტემის აქტივების გაუფასურების ხარჯმა - ₾633 მლნ განაპირობა.
2017
წელს ბენეფიციარი კომპანიების მოგებიდან ₾27.3 მლნ -ის დივიდენდები მიიღო, 2016 - 12.7 მლნ ლარი.
შემოსავლის ძირითადი წყარო როცა სახელმწიფო საწარმოს აქტივები და მისივე დაფინანსებული პროექტებიდან მიღებული დივიდენდებია, არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, ეს მას სესხებზე დამოკიდებულს ხდის.
2019
წლის მონაცემებით, 14 პროექტია დასრულებული, 5 -მიმდინარე.
TI -სკორუფციაზე გაუჩნდა კითხვები.
ქართული სანაშენე ღორის ფერმის და კერამიკული აგურის ქარხნის საერთო ბენეფიციარია ვასილ ბაბლუანი.
დასრულებული Silk Road Group -ის წინანდლის სასტუმრო Radisson Collection-ია. ჯგუფი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი) ოფშორში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
ფონდის კიდევ ერთი ბენეფიციარის -შპს „იტონგ კავკასუსის“ (პარლამენტის წევრთან - ივლიანე წულაიასთან დაკავშირებული) ბიზნეს პარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან.
TI -ის რეკომენდაციით,
ფონდის დაფინანსება ბიუჯეტიდან გარკვეულ ზვრებში უნდა მოექცეს;
ფონდს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავს
მოეთხოვოს ყოველწლიური ანგარიშგება;
კანონმა შეუზღუდოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება;
ვებ გვერდზე უფრო მეტი ინფორმაცია განათავსოს დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss