| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისი კაპიტალის დირექტორი კაპიტალის
ბაზრის გააქტიურებას ელის, ჯერ მხოლოდ ობლიგაციების ხარჯზე. გიორგი არველაძემ (თიბისი ჯგუფს აპრილში შეუერთდა,
კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველი დირექტორი) წლის დასაწყისიდან
ბაზრის შთამბეჭდავ ზრდაზე, ასევე საპენსიო ფონდის სრულფასოვან ამოქმედებიდან ტემპის
აჩქარების მოლოდინზე განაცხადა. ინვესტირება მალე დაიწყება.მთავარი საინვესტიციო ოფიცერი
საქმიანობას უკვე შეუდგა, მალე შეარჩევენ მთავარი რისკის ოფიცერს.
არველაძემ ახალი ინსტრუმენტების საკანონმდებლო უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე განაცხადა. უძრავი ქონებით გამყარებულზე, COVERED BOND-ი, რომელიც კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და ურისკო ფასიანი ქაღალდია.
საქართველოს
ბაზრის სიმცირის გამო სინდიცირებასაც მოიაზრებენ, რომ ემისიის მოცულობა
გაიზარდოს, რამდენიმე ბანკის პორტფელის უზრუნველყოფით. ეს
ბონდი ძირითადად იპოთეკური სესხების პორტფელით არის
გამყარებული. ვადიანობა კი უზრულველყოფილი სესხის საშაულო ვადით
განისაზღვება.
ბანკირები
აღნიშნავენ, რომ ამ პროდუქტის შეთავაზებით, საქართველო რეგიონში
პირველი იქნება. ყველაზე აქტიურად COVERED BOND-ებით გერმანიაში
ვაჭრობენ. ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულია. რამდენიმე
წელია (2011 წელს შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ) მიუერთდა
აშშ-ი და კანადა.
ამ
დროისთვის კაპიტალის ბაზარი აქციებით, საერთაშორისო ორგანიზაციების და
კომპანიების, ბონდებით, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებით არის
წარმოდგენილი. COVERED BOND-ის დამატება წლის ბოლომდე იგეგმება.
ამ
დროისთვის მშპ-სთან მიმართებით, კორპორაციული ობლიგაციების წილი
რახანია 2%-ს გადაცდა 2018
წლამდე მაჩვენებელი 0.1%-საც ვერ აღწევდა.
სებ-ის სტატისტიკით, ამ დროისთვის განთავსებული ყველა ფასიანი ქაღალდი, მშპ-ს 10%-მდეა. ბაზარი მოიცავს სებ-ის სერტიფიკატებს, მთავრობის ფასიან ქაღალდებს, საფინანსო ინსტიტუტების და კომპანიების ობლიგაციებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss