| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ (GIG) ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს.
ეს პოსტი ლაშა მიქავამ დაიკავა, რომელიც 2018-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის სავარძელს იკავებდა.
ლაშა მიქავა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის- უმაღლესი მართვის პროგრამის (AMP) კურსდამთავრებულია, 2002 – 2004 – ვაშინგტონის უნივერსიტეტის (სეინტ ლუისი, აშშ), ოლინის ბიზნეს სკოლაში სწავლობდა. იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის სახელობის პროგრამის სრული სტიპენდიანტი.
იყო TESSA CAPITAL -ის პარტნიორი, ასევე UKRTELECOM - გამგეობის საბჭოს თავმჯდომარე, VEGA TELECOM GROUP - ის გენერალური დირექტორი;
აღსანიშნავია, რომ GIG –ის გენერალური
დირექტორის მოვალეობას ზურაბ გელენიძე ასრულებდა, რომელიც კომპანიაში რჩება
ფინანსური დირექტორის პოსტზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss