| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „ლარის კურსზე ამინდიც მოქმედებს“, - ვალუტის სენსიტიურობაზე ექსპერტი ვასილ რევიშვილი აღნიშნავს, რომელსაც ლარის გამაუფასურებელი ფაქტორებიდან, ერთ-ერთი მნიშვნელოვნის გამორჩევა უჭირს. მისი თქმით ყველაფერმა შეიძლება იმოქმედოს, მათ შორის სწორ და არასწორ მოლოდინებმა, საფუძვლიან და უსაფუძვლო პროგნოზებმა, მიმდინარე პროცესებმა.
ბანკირი გამორიცხავს რუსეთის დუმის ცალკეული დეპუტატების განზრახვის ხორცშესხმას, გზავნილების აკრძალვაზე. ტრანსფერებს ვერანაირი რეგულაცია შეეხება, რადგან საბანკო სექტორი საერთო წესებით მოქმედებს. რუსეთის დუმის კომიტეტის გადაწყვეტილება ვერც საფოსტო გზავნილების შეზღუდვის საფუძველი გახდება.
ლარმა 8-9 ივლისს ყველა მოლოდინს გადააჭარბა და რა ახალ მოლოდინები შექმნა ამას საშუალოვადიანი პერიოდის ტრენდით შევიტყობთ. პარასკევს 2.8012 -მდე გამყარების შემდეგ, ლარის კურსი ორშაბათს ჯერ 2.8320 -მდე დაეცა, სამშაბათს- 2.9-მდე. 1 სთ-იან ინტერვალში კი ვიდრე სებ-ი 10 ივლისის კურსს დაადგენდა, $1-მა ₾2.93-ს მიაღწია. (იდეის ავტორი: ნათია თაქთაქიშვილი)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss