| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –ტრანს-ანატოლიური მილსადენი TANAP სრულად მზად არის აზერბაიჯანული გაზი ევროპას მიაწოდოს, - განცხადებას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR ავრცელებს.
კომპანიის
ცნობით, პროექტი ნავარაუდევზე ($11.7 მლრდ) რამდენიმე მილიარდით ნაკლები - $7 მლრდ,
TANAP-ის 850
კმ მილსადენით აზერბაიჯანული გაზი „შაჰ-დენიზი 2“-იდან საქართველოს და თურქეთის გავლით, საბერძნეთის
საზღვარ 18 ივნისს გადაკვეთა.
"სამხრეთის
გაზის დერეფნის“ პროექტით, საქართველოსა
და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება
განხორციელდება. გაზსადენი
უკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და
ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან
მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.
ტრანსანატოლიური
გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელებაა თურქეთის აღმოსავლეთ
საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს
შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის
ქსელს შეუერთდება.
გაზსადენი სამშაბათს ესკიშეხირში თურქეთის, აზერბაიჯანის,
უკრაინის, სერბეთის და ჩრდილოეღ კვიპროსის პრეზიდენტებმა გახსნეს (Forbes.ge)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss