| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – GBC-ის 22-28 ივნისის გამოკითხულთა 84% საქართველოში დასვენებას ირჩევს. 16% კი იმ სკეპტიკოსებზე მოდის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მისი არჩევანი არაფერს შეცვლის. ქვეყნის მთავარი კანონმდებლის სკამში რუსი გავრილოვის ქართველთა ღირსების შემლახველმა ჩაჯდომამ გაერთიანებული ერი ქუჩაში გამოიყვანა. პუტინმა კი რუსები „დაიცვა“ და ავიასივრცე ჩაუკეტა. საქართველოდან 8 ივლისის შემდეგ გასამგზავრებელი ბილეთები ვინც 23 ივნისი - 7 ივლისის პერიოდისაში გადაცვალა, სახელწმიფომ დააფინანსა. სებ-მა და ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა რუსეთიდან მოგზაურების დაბლოკვის სავარაუდო დანაკლისი გამოიანგარიშა - $300 მლნ. სავალუტო შემოდინებები ლარის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი წყაროა და ბევმა ქართველმა უცხოეთში დასასვენებლად მოგროვილი დოლარის გალარება და ადგილზე დახარჯვა გადაწყვიტა.
GBC-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 158-მა მოქალაქემ მიიღო. ერთ-ერთი მათგანი (მაია ჩომახიძე), რომელიც გავრილოვის დაჯდომამდეც საქართველოს ანიჭებდა უპირატესობას, ჩვენ კურორტებზე დასვენების სიძვირეზე აღნიშნავს, რაც მისი დაკვირვებით უმეტესად საზღვარგარეთ გამგზავრების გადაწყვეტილების მთავარი განსაზღვრელი ხდება. მიაჩნია, რომ საჯარო და კერძო სექტორმა ერთიანი სქემა უნდა შეიმუშაოს,მათ შორის კურორტების პოპულარიზაციისთვის, რაც ტუროპერატორებს და ტურისტულ ობიექტებს ნაკადს გაუზრდის და ფასიც დაიწევს.
ტურისტული სეზონის გადასარჩენად სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობაა, მათ შორის კამპანია #SpendyoursummerinGeorgia.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss