| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ლიეტუვას დროშა საქართველოს დროშას აკრავს გარს. ის მეგობრებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენის გაუქმების შესახებ უყვება . ელჩი ლიეტუველებს სთხოვს, გააგრძელონ საქართველოში სტუმრობა და ამისკენ სხვებსაც მოუწოდონ:
"ძვრიფასო ლიეტუველო მეგობრებო, გუშინ პუტინმა რუსულ ავიახაზებს და რუს ტურისტებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა აუკრძალა. დამტკიცებულია, რომ მოკლე დროში ეს აკრძალვა ჩემი ქვეყანის ეკონომიკას ძლიერ დაარტყამს.
"მე ვიცი, თუ როგორ გიყვართ საქართველო და თქვენ იცით, ლიეტუველები აქ საყვარელ ტურისტებს შორის არიან. ასე, რომ გააგრძელეთ სტუმრობა საქართველოში, ჩამოდით ხშირად და უთხარით თქვენს მეგობრებს, რომ გვესტუმრონ. დავდგეთ ერთად და არ დავემორჩილოთ აგრესორის ჩაგვარასა და შანტაჟს", - წერს სალუქვაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss