ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფერმერი: გავერთიანდეთ, უპირატესობა მივანიჭოთ ქართულს
ფოტო: გივი ტუხაშვილი
22 ივნისი, 2019, 22:48
ფერმერი: გავერთიანდეთ, უპირატესობა მივანიჭოთ ქართულს

თბილისი (GBC) - ქართველი ფერმერი ტურისტული ემბარგოს შემდეგ რუსეთის მხრიდან სხვა პრობლემების შექმნასაც ელის. ბექა გონაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს რუსეთი თავისი ბაზრით მანიპულირებს და ამას საუკეთესო შესაძლებლობა უწოდებს. ფერმერი მიიჩნევს, რომ ახლა პრაგმატულად ფიქრის დროა და ამბობს, რომ ტურიზმზე ხელის შეშლა ქვეყნისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმაა.

"აქვე ის დაშვებაც არ უნდა გამოგვრჩეს, სადაც ბორჯომი ახსენეს ჯიგრებმა, რომ ღვინის შეტანასაც აგვიკრძალავენ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, ბევრი ღვინის მწარმოებელი და ვენახის გამშენებელი სწორედ მაგაზ იყო ორიენტირებული... ნუ სხვა რაღაცეების ექსპორტზე რომ არაფერი ვთქვათ.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ რამდენიმე წელია ჩამოკიდებულები ვართ რუსულ ხორბალზე, წელიწადში დაახლოებით 300 მილიონამდე შიშხათები გადის ჩრდილოეთში პურის საყიდლად, მათ შეუძლია ესეც გაგვიპრობლემონ, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ახლა ჩვენთან მოსავლის აღებები უკვე იწყება, ხორბალი ქვეყანაში იქნება, მაგრამ მაქსიმუმ 2 თვის მარაგია ეგეც ხარისხზე რომ აქცენტი არ გვქონდეს...

ამიტომ უბრალოდ მჯიღის მირტყმა რომ არიქა, ჩელენჯი მივიღეთ და ჩვენ არ გვეშინია, არ იქნება სწორი. სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვით რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადების ამბისა არ იყოს, ახლა მეტად გააზრებულად არის მოქმედება საჭირო ჩემი აზრით.

საჭიროა ყველა: ერი, ბერი, მთავრობა, ოპოზიცია და ყველა, გავერთიანდეთ ამ კუთხით აზროვნებაში, მივანიჭოთ უპირატესობა ქართულს, ვეცადოთ ადგილობრივი წარმოების წახალისებას, არაა სუბსიდირებით, რადგან ეგაა სწორედ მათი მიზანი, რადგან ვერ შევძლებთ სუბსიდირებას ყველაფრისას, თავად მოსახლეობაში უნდა გაჩნდეს მეტი შეგნება. ტურიზმთან დაკავშირებით მშვენიერი ინიციატივაა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი შვებულებისთვის თანხები საქართველოშივე, ჩვენი მეზობლისთვის, ნათესავისთვის, ახლობლისთვის გადავდოთ! მათაც თავის მხრივ უნდა გაუკეთონ მხარდაჭერა სხვა დარგებს...

საჭიროა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზეც ერთობლივად ვიზრუნოთ ყველამ, ფერმერებმა და სახელმწიფომ თუ ვხვდებით ეს რამხელა გამოწვევაა... უბრალოდ იდიოტობა იქნება, რომ ახლა რასაც ვწერ ეს არ გავითვალისიწნოთ და ამაზე არ ვიფიქროთ ყველამ ერთად.

მოკლედ: რაც არ გვკლავს გვაძლიერებს მინდა მოხდეს, მჯიღის ცემის, გაუაზრებელი მოქმედებების გარეშე... ჩვენ თუ ახლა მაინც შევძლებთ ცივი გონებით, საქმის კეთებით გაერთიანებას, მაშინ ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მომხდარა ეს ყველაფერი რაც მოხდა... თუნდაც იმ დაშავებული ხალხის სისხლი...  იმედი მაქვს რომ შევძლებთ ამჯერად მაინც ერთობას, ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი თაობის!

ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და გონიერება", - წერს ფერმერი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები