ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საცალო დაკრედიტების რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება - ბრაზილიის მაგალითი
14 ივნისი, 2019, 17:32
საცალო დაკრედიტების რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება - ბრაზილიის მაგალითი

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი საცალო დაკრედიტების რეგულირების საკითხს საერთაშორისო გამოცდილებზე დაყრდნობით განიხილავს.

სებ-ის ბლოგში, რომელიც წაკითხვას სოციალურ ქსელ Facebook -ის მომხმარებლებს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ურჩევს  ბრაზილიის მაგალითია მიმოხილული.

ბლოგში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვარს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი დაამტკიცა, რაც მხოლოდ ისეთი სესხების შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც თავიდანვე გაკოტრებისთვის იყო განწირული.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით, განვიხილოთ  ჭარბვალიანობის პრობლემა და მისი გავლენა ფინანსურ სტაბილურობასა და ზოგადად, ეკონომიკაზე. ამჯერად, გავიხსენოთ 2015-2016 წლების ფინანსური კრიზისი ბრაზილიაში:

კრიზისამდე, 2005-2014 წლებში, შინამეურნეობების დაკრედიტების ტემპი მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათი  შემოსავლების ზრდას. შედეგად, სესხების განკარგვად შემოსავალთან ფარდობა დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 45%- გადააჭარბა;

მაღალპროცენტიანმა და მოკლევადიანმა სესხებმა განსაკუთრებით სწრაფად გაზარდა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ვალის ტვირთი;

დაკრედიტების ზრდა შერბილებულმა საკრედიტო პირობებმა და სესხის გაცემის დროს მსესხებლის გადახდისუნარიანობის არასაკმარისად შეფასებამ განაპირობა;

2013 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ხშირ შემთხვევაში მსგავს სწრაფ ზრდას კრიზისი მოსდევს ხოლმე;

მართლაც, გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულმა არაჯანსაღმა სესხებმა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა მისი საბოლოო შედეგი კრიზისი იყო;

სავაჭრო პირობების გაუარესებამ გაამძაფრა შინამეურნეობების ჭარბვალიანობის პრობლემა. საბოლოოდ, გაზრდილი ვალის ტვირთის შედეგად, შინამეურნეობებმა შეამცირეს მოხმარება, რასაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეცესია მოჰყვა. ბრაზილიის ეკონომიკა 2015-2016 წლებში ჯამურად 7%-ით შემცირდა, გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბე;

2015 წელს 55 მლნ. ბრაზილიელს  სესხზე ვადაგადაცილება უფიქსირდებოდა, რაც ზრდასრული მოსახლეობის 37%- შეადგენდა.

ბრაზილიის გამოცდილება ადასტურებს, რომ არაჯანსაღი დაკრედიტების შედეგად, რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დგება მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. აღნიშნული რისკის შემცირება შესაძლებელია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრებით.

მაღალპროცენტიანმა და მოკლევადიანმა სესხებმა განსაკუთრებით სწრაფად გაზარდა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ვალის ტვირთი;

დაკრედიტების ზრდა შერბილებულმა საკრედიტო პირობებმა და სესხის გაცემის დროს მსესხებლის გადახდისუნარიანობის არასაკმარისად შეფასებამ განაპირობა;

2013 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ხშირ შემთხვევაში მსგავს სწრაფ ზრდას კრიზისი მოსდევს ხოლმე;

მართლაც, გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულმა არაჯანსაღმა სესხებმა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა მისი საბოლოო შედეგი კრიზისი იყო;

სავაჭრო პირობების გაუარესებამ გაამძაფრა შინამეურნეობების ჭარბვალიანობის პრობლემა. საბოლოოდ, გაზრდილი ვალის ტვირთის შედეგად, შინამეურნეობებმა შეამცირეს მოხმარება, რასაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეცესია მოჰყვა. ბრაზილიის ეკონომიკა 2015-2016 წლებში ჯამურად 7%-ით შემცირდა, გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბე;

2015 წელს 55 მლნ. ბრაზილიელს  სესხზე ვადაგადაცილება უფიქსირდებოდა, რაც ზრდასრული მოსახლეობის 37%- შეადგენდა.

ბრაზილიის გამოცდილება ადასტურებს, რომ არაჯანსაღი დაკრედიტების შედეგად, რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დგება მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. აღნიშნული რისკის შემცირება შესაძლებელია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრებით", - აღნიშნულია ბლოგში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები