| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი
(GBC) –ანაკლიის
ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ - დასავლეთის
მაგისტრალი, - პროექტებით
ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობაზე
მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა CGLI
- თან ერთობლივად ქართული კომპანიის
„ჯორჯიან ლოგისტიკ გრუფის“ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენცაიზე განაცხადა. მსხვილმა პროექტებმა საერთაშორისო
გადამზიდავის შემოსვლა უნდა წაახალისოს.
„აქტიურად ვმუშაობთ შუა კორიდორის
პოპულარიზებასა,ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების
განხორციელებისთვის. ჩვენი მიზანია საქართველო რეგიონის ჰაბად ვაქციოთ“, - აღნიშნა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
კავკასიის რეგიონში და მთლიანად შავი ზღვის ქვეყნებში არსებული ვითარების უკეთ შესწავლზე GCLI - ის მმართველის დირექტორი რაიმონდ ვან ახტერენი აცხადებს - „კონფერენციის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჩვენი წარმომადგენელი ეწვევა საქართველოს. ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არსებულ შესაძლებლობებს გააორმაგებს. როგორც გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელმა, ჩვენი ინტერესი ამ ქვეყანაში დიდია. ვხედავთ იმ შესაძლებლობებს.
კონფერენცია საქართველოში კვირის ბოლომდე გრძელდება. მონაწილეებს საქართველოს უკეძთ გაცნობის და B2B შეხვედრების შესაძლებლობა აქვთ
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss