| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ვერეს
კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობები როგორ მოეწყო. როგორ ცხოვრობენ სტიქიით დაზარალებულები, თბილისის დიდი წყალდიდობიდან
მე-4 წელს. მეწყერსაშიშ ზონებში რა სამუშაოები
ტარდება. რა გამოწვევები რჩება ხეობაში. ზოოპარკის ბინადრები როდის გადავლენ ახალ მისამართზე,- 2015 წლის 13 ივნისს დაგეგმილი სამუშაოებიდან რა
დარჩა გასაკეთებელი, 13 ივნისს GBC -ის
გაცნობებთ.
„იმ ტრაგედიიდან ჩვენი ერთიანობა მახსოვს როგორ დავირაზმეთ დიდი
და პატარა“ ,
„სიჩუმეში წყლით ივსებოდა ეზოები და სახლები, ბღავილით მიექანებოდა მდინარე, ჩახერგა მიწით, ღორღით, უზარმაზარი ხეები მოჰქონდა, 2-სართულიანი სახლები გადაფარა. მდინარის კალაპოტი აიწია საბურთალოს სასაფლაომდე. ვერ ვხედავდი, მაგრამ მესმოდა ხმები, გადაძახილი, ჯოჯოხეთი იყო"- იხსენებს ზურა (სვანიძის ქუჩიდან).
„ნიაღვრები, სიბნელე, ქაოსი, შიში, ვიყავი უბედური,უსუსური, რადგან არაფრის გაკეთება, არაფრის შეცვლა არ შემეძლო“, - ისხენებს კორპუსში მცხოვრები
თბილისელი, რომელმაც სტიქიას გაასწრო, შინ მივიდა, მაგრამ სხვებს ვერაფრით დაეხმარა.
ინფრასტრუქტურის მთლიანი მოშლა ღვარვოფმა განაპრობა, რაც 12 ივნისს ღამით (23:30 სთ) დაწყებულ კოკისპირულ
წვიმას მოჰყვა. უხვმა ნალექმა მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბასთან
კლდე-ზვავური ტიპის მეწყრული პროცესები განაპირობა. მიწის დიდის მასივის მოწყვეტამ
ღვარცოფული ნაკადი წარმოქმნა, რომლის სიჩქარემ 50 კმ/სთ-ს მიაღწია.
წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე
იმსხვერპლა, მათ შორის ზოოპარკის 3 თანამშრომელი გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი
ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე, მომვლელი და გივი დვალი, ასევე
მომვლელი. მათი ცხედრები 14 ივნისს, მომვლელებისთვის განკუთვნილ შენობაში აღმოაჩინეს.
ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო. სტიქიას შემაღლებულზე მდგარი ვოლიერების ბინადრები გადაურჩნენ, მათ შორის სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და ფრინველები.
სტიქიისას ნადირთა ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის ჰიპოპოტამმა, რომელიც დააბრუნეს. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორისაა 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი. სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული გახდა რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაციაზე წასულიყო, რადგან არსებობდა საფრთხე ნადირის ავტომაგისტრალზე გადასვლის, სადაც საცობის გამო უამრავი ადამიანი ირეოდა. წყალდიდობამ გაანადგურდა კერძო და სახელმწიფო ქონება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss