| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპიდან ნატახტარში - Wizzair -ის მგზავრებს შესაძლოა, მალე ქუთაისი - ნატახტარის ავიარეისით სარგებლობა შესთავაზონ.
ავიაკომპანია
„აკ -ეარ ჯორჯიას“ მაჟორიტარი აქციონერის განცხადებით, მოლაპარაკებები ახალი ავიარეისის
დანიშვნაზე ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიმდინარეობს.
„ამ
ეტაპზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის ეკონომიკის სამინისტროსთან. ჩვენ გვინდა დაინიშნოს
რეისი ნატახტარი - ქუთაისი - ნატახტარის მიმართულებით. დაბალბიუჯეტიანი საერთაშორისო
ფრენები ქუთაისის მიმართულებით ძალიან ვითარდება და ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ეს
ავიარეისი როგორც ჩამომსვლელი ტურისტებისთვის, რომ სწრაფად გადმოვიდნენ თბილისის მიმართებით,
ასევე თბილისიდან ქუთასიში წამსვლელი მგზავრებისთვის. საკითხი დავაყენეთ, მთავრობაც გვიჭერს მხარს და ალბათ უახლოეს
მომავალში რეისი დაინიშნება. პირველი „კოდ - შეარინგი“ იქნება ნატახტარი - ევროპის
ქალაქები“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ამირან მანჯავიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss