| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – თიბისის პარტიორი აზერბაიჯანული ნიკოილ ბანკი, თიბისის მსგავსად ციფრული ეკოსისტემის განვითარებას
გეგმავს. მთავარი გაყიდვების არხიც ციფრული იქნება, რომლის წილიც ამ ეტაპზე მცირეა. ნიკოილ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის
ნიკოლოზ შურღაიას განცხადებით, ნიკოილ ბანკის ამბიციები აზერბაიჯანში დიდია - “ჩვენ მცირე ზომის მაგრამ სწრაფად მზარდი ვართ ბაზარზე, სერიოზულად
ვუდგებით მმართველობას, მენეჯმენტს და პრაქტიკას, და გვაქვს მაღალი ემისიები”.
“ჩვენ
ძალიან მოგვწონს ქვეყანა სადაც ვოპერირებთ - აზერბაიჯანი, როგორც ახალგაზრდა
ქვეყანა, 10 მილიონიანი მოსახლეობით და 45 მილიარდი მშპ-ით”, - აცხადებს
შურღაია.
ნიკოილ ბანკი ამ ეტაპზე 5 ძირითად კონკურენტს ხედავს. შურღაიას თქმით, ბანკი აზერბაიჯანის ბაზარზე უცხოური კაპიტალის მქონე ყველაზე მსხვილი კერძო ბანკი უნდა გახდეს, რაც დაახლოებით მთლიან ბაზარზე მე-4 ყველაზე მსხვილ მოთამაშეობას ნიშნავს. “ამავდროულად, ჩვენ გვინდა რომ ყველაზე მომგებიანები ვიყოთ”.
ბანკი
ფილიალების ფართო ქსელის განვითარებას აზერბაიჯანში არ განიხილავს, რათა შემდგომ
დახურვა არ მოუწიოს, შეინარჩუნებენ 12 ფილიალს ქვეყნის მასშტაბით, რომელთაგან 8
ბაქოშია.
თიბისიმ აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოება შარშან დანონსა, შვილობილი „თიბისი კრედიტის“ გამსხვილებით,
აზერბაიჯანულ „ნიკოილ ბანკათან“. ჯერ 10%-იანი
თანამონაწილეობით, შემდეგი კი გაზრდით,
50+1%-მდე.
თიბისის აზერბაიჯანულ
ბანკთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
„ნიკოილი“ აზერბაიჯანული კომერციული ბანკია,
რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა სახის საბანკო მომსახურებას
სთავაზობს. Q1/2019 - ის მდგომაროებით ბანკის აქტივები 680 მლნ ლარია.
ბოლო შეთანხებით თიბისიმ წლიურად $3-5 მლნ-ის ინვესტირების ვალდებულება აიღო. მანამდე “ნიკოილ ბანკის“ მთავარმა აქციონერმა (95.7% - ტოპაზ ინვესტმენტი) $45 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss