ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბათუმი მე-13 ჯაზ-ფესტივალის სტუმრების მოლოდინში
ნინო შუბითიძე
29 მაისი, 2019, 17:42
ბათუმი მე-13 ჯაზ-ფესტივალის სტუმრების მოლოდინში

თბილისი (GBC) - თიბისი სტატუსმა  შავი ზღვის მე-13  ჯაზ ფესტივალი წარადგინა (18-20 ივლისი). მონაწილეობენ: კორი ჰენრი, მოკუმოკუ, ემპ ფიდლერი , ინკოგნიტო.

ბათუმის ჩოგბურთის კლუბში პირველ კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - ფანკ აპოსტილი გამართავს.

19 ივლისს ქართული ჯგუფის MOKUMOKU შემდეგ, სცენას ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი - ემპ ფიდლერი დაიკავებს, სპეციალური სტუმრით ( Drummer From Detroit) ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - ინკოგნიტო დახურავს.

ბილეთები 3 ივნისიდან ონლაინ TKT.GE-ზე გაიყიდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლისთვის ბილეთებზე 20% ქეშბექი იმოქმედებს. 

ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

მოკუმოკუ 2014 წელს თბილისში დაარსებული ბენდია (ჰიპ-ჰოპი, ჯაზი, ფანკი), 3 ალბომით  Blues Build The Temple (2015 წ.) Black Heaven (2017 წ.) Chicago Marinade (2019 წ.) და რამდენიმე სინგლი, მათ შორის: Sugar Glider, Hako is Alive and She Is 59 და Filip.

MokuMoku ა საერთაშორისო ფესტივალების ( MadCool Festival (2018 წ.) და Bristol Upfest (2017 წ.) მონაწილე, მე-4 სტუდიურ ალბომზე მუშაობს სახელწოდებით -Feast. ჯგუფის შემადგენლობა: ტატო რუსია - MC, ჯონდო ჯაფარიძე - MC, Turntables,  ცოტნე გოგიტიძე - გიტარა, მიშო ელიავა - კლავიში, სანდრო მაისურაძე - ბას-გიტარა, ბაჩო ხოხიაშვილი - დრამი; დიმიტრი ლეკვეიშვილი - საქსაფონი (ტენორი და ნაზი ჭავჭანიძე - პერკუსია კემო - საყვირი.



 

 ჯაზ ფესტივალის ოფიციალური დიჯეია - Dj-Machaidze.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები