ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯორჯიან მანგანეზი დასაქმებულთა ხელფასის კლებაზე ინფორმაციას უარყოფს
28 მაისი, 2019, 18:11
ჯორჯიან მანგანეზი დასაქმებულთა ხელფასის კლებაზე ინფორმაციას უარყოფს

თბილისი (GBC) - "ჯორჯიან მანგანეზი" დასაქმებულთა ხელფასების დაკლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ხელფასების არასრულად გაცემასთან დაკავშირებით, კომპანიის ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე პასუხობს: მოგახსენებთ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" აპრილის თვის ხელფასები გასცა სრულად.

ჩვეულ რეჟიმში ხდება ხოლმე, ხელფასამდე . ქვითრები დარიგება, სადაც მითითებულია თუ რა სახის ანაზღაურებას იღებს იმ თვეში თითოეული მუშა-მოსამსახურე, თუმცაღა ჩვენი თანამშრომლების თხოვნით, მოხდა პროცესის აქსელერაცია და პირველ რიგში გაიცა ხელფასები, არ დარიგებულა ქვითრები, რომელიც უფრო ახსნაგანმარტების ხასიათს ატარებს. ეს . ქვითრები დარიგდება ხვალ და გაირკვევა აღნიშნული საკითხი. ამ დროისთვის მოგვმართა 40-მდე ადამიანმა და მათთან მოხდა მათი ანაზღაურების დეტალურად განხილვა, შესწავლა და დადასტურდა ის გარემოება, რომ ხელფასები გაცემულ იქნა სწორად. იმ შემთხვევაში თუ მოხდა რაიმე სახის უზუსტობა ადმინისტრაცია მყისიერად გამოასწორებს და მოახდენს თანხების შესაბამისად კორექტირებას. დამატებით გადარიცხავს იმ თანხებს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ჩვეულ რეჯიმში აგრძელებს მუშაობას. ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც დასაქმებულთა მხრიდან დაისმება, კომპანია მყისიერად რეაგირებს და მზად არის ყველა დაინტერესებული პირის მხრიდან დასმულ კითხვებს დროულად გასცეს პასუხი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები