| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – TBC Bank-ის მობილური და ინტერნეტ ბანკინგის პენეტრაცია წლიურად 3.3%-ული პუნქტით (%.პ) გაიზარდა, 43.7%-მდე. მხოლოდ მობილური ბანკინგის, 5.6 %.პ-ით, 37%-მდე (01.01.2019-ის მდგომარეობით).
დისტანციური არხებით ტრანზაქციების
თანაფარდობამ მთლიანთან 90.6% შეადგინა
(+2.3%.პ).
ბანკს დაახლოებით 529 ათასი ინტერნეტ და მობილური ბანკინგის მომხმარებელი
ჰყავს. მომხმარებლების 95%-ის ზარზე ქოლცენტრი 15 წ-ში პასუხობს, რომელიც ხმოვანი
ბიომეტრიული ამოცნობის სისტემითაა აღჭურვილი, რისთვისაც 231 000 ხმოვანი ანაბეჭდია აღებული.
„თიბისი ბანკი ქართულ საბანკო სისტემაში ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვამაყობთ
საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებით, შეუდარებელი
მომხმარებლის გამოცდილებითა და ქვეყნის ყველაზე ცნობადი ბრენდით“, - აღნიშნულია ბანკის
2018 წლის ანგარიშში.
ბანკის განცხადებით, მაშინ, როდესაც ისინი ციფრულ სამყაროში ოპერირებენ,
მუდმივად ახორციელებენ ინვესტიციებს ტექნოლოგიებში და აუმჯობესებენ მათ ოპერაციებს,
რათა მომხმარებლებს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები შესთავაზონ. „ვამაყობთ, რომ
გვაქვს მსოფლიო დონის ინტერნეტ და მობილური ბანკინგის აპლიკაციები და ვართ პიონერები
საქართველოში პირველი ქართულად მოლაპარაკე ჩატ ბოტის და ხმის ბიომეტრიული ამოცნობის
სისტემის მქონე ქოლ ცენტრით“, - აღნიშნავს TBC Bank და 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან
მიღწევად პირველი ციფრული ბანკის Space-ის გაშვებას ასახელებს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, Space - ეს არის უნიკალური გადაწყვეტილება,
რომელიც ტრადიციული ბანკინგის გამოწვევას პასუხობს, ნამდვილი ციფრული გამოცდილების
შექმნით, ინტერფეისების გამოყენებით, მარტივი
პროცესებითა და ფუნქციებით რეალურ დროში.
მისივე თქმით, პროექტმა დაამტკიცა რომ წარმატებულია და მათ მოლოდინსაც
კი გადააჭარბა 94,000 მომხმარებლის მიზიდვით და 260,000 ჩამოტვირთვით 2018 წლის მაისის
შემდგომ. ჩვენ გვჯერა, რომ Space ჩვენი დიდი ნაბიჯია მომავლისთვის, ისევე როგორც ის
შეცვლის გზას, რასაც საზოგადოება ყოველდღიური ფინანსური საჭიროებებისთვის ირჩევს.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღეს, მაღალი მოთხოვნის გარემოში, ჩვენს მომხმარებლებს
უფრო მეტად დახვეწილი პროდუქტები და სერვისები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ
ახალი პრიორიტეტების სტრატეგია - მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემის შექმნა,
რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ჩვენს ძირითად
ფინანსურ პროდუქტებთან და შექმნის დამატებით ღირებულებას ჩვენი მომხმარებლებისთვის“,
- აცხადებს ხაზარაძე და ძირითად CSR პრიორიტეტებად კვლავ ბიზნესების მხარდაჭერას, ახალგაზრდა
თაობას, ხელოვნებასა და კულტურას ასახელებს.
მისივე თქმით, ბანკი გააგრძელებს ძლიერი ციფრული შესაძლებლობების და შესანიშნავი მომხმარებლის გამოცდილების მხარდაჭერას, ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებით, რათა გაუმჯობესდეს მათი ცხოვრება.საანგარიშო პერიოდისთვის TBC Bank-ს 2.4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 2.3 მილიონი საცალო მომხმარებელია, 130 ათასი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე, ხოლო 2,800 კი კორპორატიული მომხმარებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss