ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ს გააჩნია ბერკეტები და არ დაუშვებს ფასების ზრდას
ნინო შუბითიძე
24 მაისი, 2019, 13:29
სებ-ს გააჩნია ბერკეტები და არ დაუშვებს  ფასების ზრდას

თბილისი (GBC) – „სებ-ს გააჩნია ბერკეტები და არ დაუშვებს  ფასების ზრდას“, - კობა გვენეტაძეს სებ-ის მანდატზე  ახსნა-განმარტება კიდევ ერთხელ მოუწია. ასევე განაცხადა ფასების საერთო დონის ზრდის მოლოდინის არასწორ წარმოდგენებზე, მსგავს განცხადებებზე და ამით შესაბამისი მოლოდინების შექმნის რისკებზე.

სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ არასწორი ანალიზი კეთდება. ფასების ზრდის მოლოდინზე. ინფლაციის კურსთან კავშირზე განმარტა, რომ გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი ფაქტორი მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. მან მოიხმო 2007-2008 წლების სტატისტიკა და სხვებსაც ურჩია გადახედონ. იმ დროისთვის ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო 12%-ზე მეტი, ლარი კი  ყველაზე მყარი.

ანალიზის გაკეთება, რომ ეს ინფლაციის ზრდას გამოიწვევს არ არის სწორი. ინფლაციაზე უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერთობლივი მოთხოვნა“, - რისი მართვაც სებ-ს შეუძლია, მცურავი გაცვლითი კურსისგან განსხვავებით.

„რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას“ ?!  იმიტომ რომ დოლარიზაცია მაღალია. ამერიკული დოლარი ბოლო 5 თვეა მყარდება.

დაბეჯითებით გთხოვთ წაიკითხოთ ამაზე სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის,  ლაგარდის გამოსვლა - დედოლარაზიცაია საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ დოლარიზაციის მაღალი დონის გამო არის შექმნილი ის პრობლემები რაც შეიძლება კურსის მერყეობას მოჰყვეს. რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობას ეს როგორც აღვნიშნეთ არის დამახასიათებელი მცურავი გაცვლითი კურსისათვის, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელი იქნება, რომ ის  სხვადასხვა შოკები, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა დროს მცირე ზომის ღია ეკონომიკისათვის, რომ შთანთქოს

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები