თბილისი (GBC) - „საქართველოს ბანკი ერთდაერთი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც თანამშრომლებისთვის Facebook-ის ინოვაციური შიდა პლატფორმა დანერგა, გამჭვირვალობის, ნაკლები ბიუროკრატიის და მეტი ეფექტურობისთვის“, -საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი Workplace -ის დანერგვით, ბანკის 7 000 თანამშრომლისთვის ახალი უნიკალური შესაძლებლობების გაჩენაზე აცხადებს
„პლატფორმის დანერგვის მიზანია, საქართველოს ბანკის თითოეულ წევრს
შეუქმნას ახალი სამუშაო სივრცე, რომელიც საერთო ინტერესების მქონე კოლეგების აღმოჩენის,
მათთან კოლაბორაციის შესაძლებლობას იძლევა“, - არჩილ გაჩეჩილაძე პლატფორმის მნიშვნელობაზე აცხადებს,
თანამშრომლებთან ერთად სამუშაო დღის გუნდურად დაგეგმვის და ყველა იმ სიახლისა თუ საინტერესო აქტივობის გაზიარებისთვის, რაც კომპანიის შიგნით თუ მის გარეთ ხდება.
Workplace ჩვენს თითოეულ თანამშრომელს
მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ აქტიური, უშუალo, ღია კომუნიკაცია არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ დირექტორატთან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის
გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.