| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების
გაყიდვები 2019 წლის I კვარტალში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით არ შემცირებულა, სამაგიეროდ კლებაა
2018 წლის IV კვარტალთან შედარებით.
თიბისი კაპიტალის კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს ნაწილობრივ სეზონურობით, ნაწილობრივ 2018 წლის
ბოლო კვატალში ბაზარზე რეკორდული აქტივობით აიხსნება.
კვლევაში ნატქვამია, რომ ხელშესახები
კლების არარსებობის მიუხედავად, სახეზეა ტრენდისგან გადახვევა: წლების მანძილზე
გაყიდვები ყოველი წლის პირველ კვარტალში სჭარბობდა წინა წლის პირველი კვარტლის
გაყიდვებს. 2019 წლის პირველი კვარტალი ამ მხრივ გამონაკლისია.
2019 წლის იანვრის გაყიდვები წინა წლის
იანვართან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი, მცირე, 1%-ანი მატებაა თებერვალში, ხოლო
მარტში 6% კლება ფიქსირდება, თუმცა ამ დინამიკიდან დასკვნის გამოტანა ნაადრევია.
2019 წლის პირველ კვარტალში ახალი
აშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებული ბინების გაყიდვები
შემცირდა, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო
განპირობებული. იპოთეკური პორტფელი კვარტლის მანძილზე უმნიშვნრლოდ გაიზარდა.
გაცემული სესხების რაოდენობა და მოცულობა ნაკლებია ვიდრე 2018 წლის პირველ
კვარტალში გაცემული სესხებისა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლარში
დენომინირებულ ახალ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, რაც
მოთხოვნის სტიმულირებას იწვევს.
გაყიდვებით შეწონილი საშუალო გასაყიდი
ფასი მეტწილად სტაბილურია და წინა კვატალთან შედარებით უმნიშვნელო კლება განიცადა.
ამავდროულად, ახალი აშენებული ბინების ფასი მცირედ მზარდია, ხოლო ძველი აშენებული
ბინებისა - კლებადი.
თიბისი კაპიტალი განახლებულ კვლევაში
მკითხველს იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის კალკულაციის სენსიტიურობის ანალიზს
სთავაზობს, ბინის ზომის და ფასის მიხედვით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss