| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს საქართველოში პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქსელი აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულთაგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაპარად GozNym-ის მავნე პროგრამას იყენებდა. მათი 2 წარმომადგენელი 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების მიმართ უპრეცედენტო სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა, რაც აშშ-ს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, გერმანიას, ბულგარეთს, ევროპოლსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შედეგია.
საგამოძიებო ღონისძიებაში ერთობლივად იყო ჩართული აშშ-ის პენსილვანიის შტატის დასავლეთ რაიონის პროკურატურა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პიტსბურგის საველე ოფისი, ოპერაცია ჩაატარეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ვერდენის (გერმანია), ბულგარეთის პროკურატურებთან და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის პოლიციასთან, მოლდოვის გენერალური პოლიციის ინსპექტორატთან, გერმანიის ლუნბურგის პოლიციასთან, ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალურ დირექტორატთან, ევროპოლთან და ევროჯასტთან ერთად.
საქართველოდან, აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. ორი წლის მანძილზე, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოდან ახორციელებდნენ.
ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და საქართველოში მყოფი ორი პირი. GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის - ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “None”), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის, მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “Phantom”) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
NONE-ს და PHANTOM-ს ბრალად ედებათ აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი); კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი); ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი).
საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას აგრძელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss