ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GIG -მ ბარისახოს და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონებს საჭირო ტექნიკა და ნივთებით გადასცა
20 მაისი, 2019, 16:00
GIG -მ  ბარისახოს და მაღაროსკარის  სკოლა-პანსიონებს  საჭირო ტექნიკა და ნივთებით გადასცა

თბილისი (GBC) 25 წლის იუბილეს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG)  დიდი და გრანდიოზული მიღება ნაცვლად, საქველმოქმედო აქციებით ხვდება.

ქველმოქმედება მთიდან დაიწყო - ბარისახოსა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა კომპანიისგან  ყველაზე საჭირო ნივთები მიიღეს.ავეჯი, სამზარეულოს ტექნიკა, კომპიუტერები, წიგნები თუ  სპორტული ინვენტარი, - ამ და სხვა ნივთების შესაძენად 40 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი  „მის საქართველოს“ სტუმრობა იყო. ნინი გოგიჩაიშვილი ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრა და რჩევებიც მისცა.

„ჩვენთან უკვე მესამედ იყვნენ ამოსულები „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლები, ბავშვებს ესაუბრნენ, მათი ინტერესებისა და სურვილების შესახებ გამოკითხეს და საჩუქრად სწორედ ის ჩამოუტანეს, რაც მათ უნდოდათ, სჭირდებოდათ. საყოფაცხოვრებო  ტექნიკა, გაზქურა  ტელევიზორი და კომპიუტერები, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უკეთესად იგძნონ თავი,  უკეთესად ისწავლონ და მეტი  გაიგონ და ნახონ. თვალსაწიერი გავუფართოვოთ და მეტი შესაძლებლობა შევთავაზოთ. მაღალი კლასის მოსწავლეები კი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას უკეთესად შეძლებენ. ჩვენი ბავშვები ასეთი ყურადღებითა და საჩუქრებით განებივრებული ნამდვილად არ არიან,“ - ამბობს სკოლის დირექტორი ლელა არაბული.

ბარისახოს  სკოლაში 2 სამკითხველო დარბაზია. ახალი ტექნიკითა და წიგნებით, რომელიც სკოლას GIG-იმ გადასცა, შეიქმნება თავისუფალი ტიპის ბიბლიოთეკა, სადაც შესაძლებელი გახდა პანიოსნის მოსწავლეებისთვის მოეწყოს  ფილმების ჩვენებაც.

ბარისახოს სკოლა- პანსიონში 51 ბავშვი სწავლობს, მათგან 9 პანსიონში ცხოვრობს, მაღარსკარის სკოლა-პანსიონი კი, 12 სოფელს ემსახურება, აქ საერთო ჯამში 60 ბავშვი სწავლობს, მათგან 10 პანსიონში ცხოვრობს.

GIG-ში განმარტავენ, რომ დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია მსგავსი საქველმოქმედო პროექტები.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები