| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბიზნესი გაკოტრების ახალი კანონის მოლოდინშია, რომლის მთავარი ხიბლი სახელმწიფოს გვერდით გაწევა და არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისთვის ადგილის დათმობაა. ცვლილება GIZ-სთან ერთად G4G -ის ჩართულობით შემუშავდა და იუსტიციის სამინისტრო ინიციატივით პარლამენტს წარედგინა.
მოქმედი კანონით, რეაბილიტაციისას უპირატესი უფლებით უზრუნველყოფილი კრედიტორი სარგებლობს (რაც ახალშიც ასევე დარჩება. GIZ საკუთრების უფლების დაცვის ფუნდამენტურ ნორმას, ცხადია, აღიარებს), შემდეგ მოდის სახელმწიფო და მოვალეს სხვა კრედიტორები. ამასთან მოქმედი კანონით რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში უზრუნველყოფილი კრედიტორის ხმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ცვლილება ხმების თანაბრად გადანაწილებას, სახელმწიფოს ჩაჩოჩებას და რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების ვადის შემოსაზღვრას ითვალისწინებს, 12 თვით. რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები გაურკვეველი ვადით ვეღარ გაახანგრძლუივებს პროცესს. ვადის გასვლის შემდეგ კომპანია ავტომატურად გაკოტრების პროცესში გადავა, რაც არც მოვალეს ინტერესშია და არც მისი კრედიტორების.
ამასთან ახალ კანონში არაუზრუნველყოფილი ქონება მხოლოდ არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისკენ მიემართება.
მაგალითისთვის ბოლოდროინდელი საქმეებიდან „გუდვილის“ რეაბილიტაციას მოვიხმობთ, 2014 წელს დაიწყო და „გუდვილის“ ცნობით, 1 წელია, რაც მე-6 რიგის კრედიტორების გასტუმრების პროცესია, რომელთა მიმართ 25 მლნ-მდე დავალიანება იყო (რეაბილიტაცია 2022 წელს სრულდება).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss