ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ობლიგაციებით ნასესხები ფულით თეგეტა სესხებს გადაავადებს
ნინო შუბითიძე
8 მაისი, 2019, 19:24
ობლიგაციებით ნასესხები ფულით თეგეტა სესხებს გადაავადებს

თბილისი (GBC) – თეგეტას ახლადემიტირებული ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილი EBRD-მა შეიძინა. ეს უკვე ევრობანკის რიგით მე-3  ინვესტიციაა,ლარის ობლიგაციებში. თეგეტა მოტორსის  30,000,000 -ის ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო. 3-წლიანი, ₾1 000 ნომინალის ობლიგაციების განაკვეთი - 10.75%-ია ( რეფინანსირების განაკვეთი (6.5%)+425 საბაზისო პუნქტი). ემისია 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა.

ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი).

 თეგეტა მოტორსი“ ვტოინდუსტრიაში პირველი კომპანია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, BB- რეიტინგით ( Scope Ratings -მა მიანიჭა) მსგავს რეიტინგს  სულ რამდენიმე ქართული კომპანია ფლობს,  საავტომობილო სფეროსთვის კი უპრეცენდენტოა,  მთელს რეგიონში. ამ პროექტით პირველად გავედით ღია საფინანს ბაზარზე, რამაც ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაგვიხსნა.მადლობა “თიბისი კაპიტალსა” და “ბიელსი”-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

 ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია მიმართავს არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, რის შედეგადაც შეძლებს ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას, დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებას და წვდომას კაპიტალის ბაზრებზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები